“პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსირების შესახებ შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის ჩართულობით, რუსული არმიის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
„რუსეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ანექსიის გამოცხადება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებად იქნება აღქმული და მოახდენს კონფლიქტის პატრიოტული მხარდაჭერის გაძლიერება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.