თეთრი სახლი: აშშ მზად არის, რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს

FILE - A military vehicle drives along a street with a billboard that reads: "With Russia forever, September 27", prior to a referendum in Luhansk, Luhansk People's Republic controlled by Russia-backed separatists, eastern Ukraine, Thursday, Sept. 22, 2022. Four occupied regions in Ukraine are set to start voting Friday Sept. 23, 2022 in Kremlin-engineered referendums on whether to become part of Russia, setting the stage for Moscow to annex the areas in a sharp escalation of the nearly seven-month war. (AP Photo/File)

აშშ მზად არის, რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას არასდროს აღიარებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იყო.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მზად ვართ, დავაკისროთ რუსეთს დამატებითი მძიმე ეკონომიკური ხარჯები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელსაც ამჟამად ვხედავთ, თუ ისინი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამენ“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები