ვლადიმერ პუტინმა ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

„რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვწყვეტ: მივიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ შემდეგი პირი: ედვარდ ჯოზეფ სნოუდენი, დაბადებული 1983 წლის 21 ივნისს, აშშ-ში“, – ნათქვამია განკარგულებაში.

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისი თხოვნით მიენიჭა.

სნოუდენის უფლებადამცველის, ანატოლი კუჩერენის თქმით, მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას სნოუდენის მეუღლეც გეგმავს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სნოუდენს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში არ გაიწვევენ, რადგან ის რუსეთის ჯარში არ მსახურობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები