მედია: იჟევსკში, სკოლაში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი
რუსეთის ქალაქ იჟევსკში 88-ე სკოლაში სროლა მოხდა.
ტელეგრამ არხ Baza-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, მოსწავლეებს შორის არიან დაშავებულები.
Baza და “112” წერენ, რომ სკოლაში ცეცხლი შავებში ჩაცმულმა ზრდასრულმა მამაკაცმა გახსნა.
“ზვეზდა” წერს, რომ დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის, სკოლის ორი მოსწავლე.
“ბაზას”-ს ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ბავშვი, მათგან ერთ-ერთი ფანჯრიდან გადახტა.