ერთ-ერთი რუსული სოფლიდან საომრად ყველა მამაკაცი გაიწვიეს

რუსეთის სოფელ ტიუმენევოდან, ერთ დღეში, კემეროვოს რაიონში მცხოვრები ყველა მამაკაცის მობილიზაცია მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.

გამოცემის რესპონდენტის თქმით, სოფლიდან,  ერთ დღეში 59 ადამიანის მობილიზება მოხდა, ისინი 26 სექტემბერს სამხედრო ნაწილში უნდა გამოცხადდნენ.

როგორც ნოვოსიბირსკის მკვიდრმა, დარიამ, რომლის ნათესავებიც ტიუმენევოში ცხოვრობენ, ტელეარხ „დოჯდს“ განუცხადა, საერთო ჯამში, სოფელში ახლა, დაახლოებით, 100 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო გაიწვიეს ყველა მამაკაცი, მოხუცების გარდა. დარია ასევე ამტკიცებს, რომ მობილიზაციაში მოჰყვნენ ისინი, ვისაც აქამდე ჯარში არ უმსახურია, ვინც ჯარიდან რაიმე მუხლით გაათავისუფლეს და მამაკაცი, რომელსაც 6 შვილი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები