ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს.
აღნიშნულის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროკავშირი არავის სთხოვს არჩევანის გაკეთებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთს შორის. ევროკავშირის არჩევანი საზღვრების პატივისცემაა და არა აგრესია. ეს უფრო თანამშრომლობაა, ვიდრე საფრთხე. ეს არის წესებზე დაფუძნებული წესრიგი და არა უძლიერესის კანონი.
როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო, უშიშროების საბჭოში მისი წევრობა ავტომატურად უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
The EU is not asking anyone to choose between East and West, North or South. But there is a choice to be made.
The EU's choice is respect for borders, rather than aggression. It's cooperation rather than threat. It's rules-based order, rather than the law of the strongest.#UNGA pic.twitter.com/bYJFKfiwE7
— Charles Michel (@CharlesMichel) September 23, 2022