იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო უკრაინის დახმარებას გააძლიერებს

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ, ნატო კიევისთვის დახმარებას გააძლიერებს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო გზა ბრძოლის ველზე უკრაინელების გაძლიერებაა.

„ჩვენი პასუხი, ნატოს პასუხი არის მხარდაჭერის გაძლიერებაა. ამ ომის დასრულების საუკეთესო გზა ბრძოლის ველზე უკრაინელების შემდგომი გაძლიერებაა, რათა მათ გარკვეულ ეტაპზე მიაღწიონ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია უკრაინისთვის და შეინარჩუნებს უკრაინას, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს ევროპაში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები