ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

ირანში საპროტესტო აქციების მეექვსე დღეს, რომელიც 22 წლის მეჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება, დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ Al-Arabiya ადგილობრივ უფლებადამცველებზე დაყრდნობით იტყობინება.

მეჰსა ამინის გარდაცვალების გამო, 2018 წლის შემდეგ ირანში ყველაზე მასშტაბური აქციები იმართება.

პროტესტმა მოიცვა ქალაქები: თეირანი, ისფაჰანი, რაშტი, ყარაჯა, თავრიზი, მაშჰადი, ბირჯანდა, კიშე, კერმანში, კერმანშაჰი, არდაბილი, ურმია, ყაზვინი, ზანჯანი, ილამი, სარი, არაკი, ჰამედანი და სხვა.

22 წლის მეჰსა ამინი 13 სექტემბერს სპეციალურმა “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. როგორც ცნობილია, მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები