რუს მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ათჯერ გაძვირებული ავიაბილეთებით უწევთ

რუსეთის მოქალაქეებისთვის, უვიზოდ, ქვეყნებში ავიაბილეთების ღირებულება ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.

ამის შესახებ რუსულ ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ.

კერძოდ, ბაქოში ფრენის ღირებულება 115 ათას რუბლს შეადგენს (დაახლოებით 1,92 ათასი დოლარი); სტამბოლში – 100 ათას რუბლამდე (დაახლოებით 1,68 ათასი დოლარი); თელ-ავივში იწყება 378 ათასი რუბლიდან (დაახლოებით 6,3 ათასი დოლარი); დუბაიში – 373 ათასი რუბლიდან (დაახლოებით 6,2 ათასი დოლარი); ასტანაში – 134 ათასი რუბლიდან (დაახლოებით 2,24 ათასი დოლარი) .

ყველაზე დაბალი ღირებულებაა ერევნის მიმართულების ავიაბილეთებზე – 65 ათასი რუბლი (დაახლოებით 1,1 ათასი დოლარი) და ტაშკენტი – 60 ათასი რუბლი (დაახლოებით 1 ათასი დოლარი).

კომპანია Biletix-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „ფრენის ღირებულება, დაახლოებით, ათჯერ გაიზარდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები