“გააპროტესტეთ, იბრძოლეთ ან მოკვდით და დასახიჩრდით”- უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მობილიზაციასთან დაკავშირებით რუსებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს.

“კვირა” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ახლა კი თქვენი არჩევანის დროა. რუსეთში მამაკაცებისთვის ეს არჩევანია – ან უნდა მოკვდეთ ან იცოცხლოთ, დასახიჩრდეთ, ან დარჩეთ ჯანმრთელები. რუსეთში ქალებისთვის ეს არჩევანია – სამუდამოდ დაკარგოთ ქმრები, ვაჟები, შვილიშვილები, ან შეეცადოთ დაიცვათ ისინი სიკვდილისგან, ომისგან, ერთი ადამიანისგან.

➡️ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ 300 ათასი ადამიანის გამოძახების უწყისები წინასწარ იყო დაბეჭდილი და ხელმოწერილი, ჯერ კიდევ მობილიზაციის გამოცხადებამდე. ჩვენმა დაზვერვამ ეს დაამტკიცა. მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ემზადება ჯარში მილიონამდე კაცის წასაყვანად – ეს არის მთავარი, რაზეც ისინი ამჟამად არ საუბრობენ.

➡️ჩვენ ვიცით, რომ ყველას წაიყვანენ განურჩევლად. არა მხოლოდ რეზერვში მყოფ მამაკაცებს, არამედ ყველას.

➡️ ამ ომში, ექვს თვეში უკვე 55 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ათიათასობით დაჭრილია, დასახიჩრებული. მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდით. ეს არის თქვენი გადარჩენის ვარიანტები.

➡️ რუსო დედებო! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენი სახელმწიფოს უმაღლესი ხელმღვანელობის პირების შვილები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ აღმოჩნდებიან. ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. თქვენ შვილებს არც კი მარხავენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები