ენტონი ბლინკენი: რუსეთმა საერთაშორისო წესრიგი დაარღვია – მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ პუტინმა პასუხისმგებლობას თავი დააღწიოს

U.S. Secretary of State Antony Blinken speaks during a high level meeting of the United Nations Security Council on the situation amid Russia's invasion of Ukraine, at the 77th Session of the United Nations General Assembly at U.N. Headquarters in New York City, U.S., September 22, 2022. REUTERS/Brendan McDermid

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით საერთაშორისო წესრიგი დაარღვია.

როგორც მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ პუტინმა პასუხისმგებლობას თავი დააღწიოს.

„პრეზიდენტი პუტინი თავის არჩევანს აკეთებს. ახლა ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. უთხარით პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს საშინელება, რომელიც მან დაიწყო. უთხარით, რომ შეწყვიტოს თავისი ინტერესების დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებზე მაღლა დაყენება, მათ შორის საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები