სარფსა და თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 80 750 ევრო, 110 000 აშშ დოლარი და 12 600 თურქული ლირა გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 546 875,7 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში – 54 687,57 ლარით დაჯარიმდნენ.