ჩინეთში ტაივანთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას უპასუხეს

ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი მნიშვნელოვან ვალდებულებას არღვევს, არ დაუჭიროს მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას.

CBS 60 Minutes-თან ინტერვიუში ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, ტაივანს შეერთებული შტატების სამხედროები დაიცავენ. აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვეს – დაეზუსტებინა, გულისხმობდა თუ არა იმას, რომ, უკრაინისგან განსხვავებით, ტაივანს აშშ-ის ძალები დაიცავენ, ბაიდენმა უპასუხა: “დიახ”.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა თქვა, “ამერიკული მხარის განცხადებები უხეშად არღვევს “ერთი ჩინეთის” პრინციპს და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს, სერიოზულად არღვევს აშშ-ის მნიშვნელოვან ვალდებულებას, არ დაუჭიროს მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას და უგზავნის ცრუ სიგნალს კუნძულზე დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტულ ძალებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები