“უკრაინაში წარუმატებლობაზე რუსეთის რეაქცია არაპროგნოზირებადია” – მარკ მილი
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ ამერიკელ სამხედროებს მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდა
როგორც მან თქვა, უკრაინაში ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე, რუსეთის რეაქცია არაპროგნოზირებადია.
ამის შესახებ გენერალმა პოლონეთში თქვა, სადაც ამერიკულ სამხედრო ბაზას სტუმრობდა.
გენერალი მილი პოლონეთში სამხედრო ბაზას ეწვია, რომელიც უკრაინას სამხედრო ოპერაციებში ეხმარებოდა.
„ომი რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. ამიტომ, ჩვენ, ყველას გვაქვს ვალდებულება – შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე“, – თქვა მან.
პოლონეთში მილის სტუმრობა მოიცავდა ბაზის საჰაერო თავდაცვის შემოწმებას, რომელიც მოიცავს “პატრიოტის” სარაკეტო სისტემას, რომელიც იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გარისკავს ნატოსთან ომს და ბაზას დაესხმება.
მილის შეფასებით, ევროპაში ამერიკული ჯარები არ იმყოფებიან გაზრდილი საფრთხის ქვეშ, მაგრამ ისინი მზადყოფნაში უნდა იყვნენ.
”ომის მსვლელობისას თქვენ არ იცით დარწმუნებით, რა მოხდება შემდეგ”, – თქვა მან.
ხარკოვში უკრაინული არმიის კონტრშეტევაზე საუბრისას გენერალმა თქვა, რომ ომი ახალ ეტაპზეა და ივარაუდა, რომ ვითარება შესაძლოა, “რამდენიმე კვირაში ან თვეში შეიცვალოს”.