მედია: ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებებს 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტაჯიკური მხარის ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 35 სამხედრო დაკარგეს და 30-მდე დაშავდა

ყირგიზეთში კი, სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა, 163 დაშავდა.

ქვეყანაში დღეს გლოვაა გამოცხადებული.

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებები 14 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები