“რუსეთი მთელ მსოფლიოს ემუქრება” – სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურთან რუსული ჭურვი ჩამოვარდა (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.

“ენერგოატომ”-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი სადგურიდან სულ რაღაც 300 მეტრში ჩამოვარდა.

„აფეთქების ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობა დააზიანა, ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა“, – ნათქვამია ინფომაციაში.

მომხდარის შედეგად, ალექსანდროვკაში ენერგოკომპლექსში შემავალი ჰესის ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგური და სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი ნორმალურად მუშაობს“.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა,

მისი თქმით, ოკუპანტს “სროლა ისევ მოუნდა, მაგრამ დაავიწყდათ, თუ რა არის ატომური ელექტროსადგური. რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის, სანამ ძალიან გვიან არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები