ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერმინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები