CNN: ინდოეთის პრემიერმინისტრმა უკრაინაში ომის გამო პუტინს მიმართა
ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდა მოდიმ რუსეთის პრეზიდეტნს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ახლა ომის დრო არ არის. აღნიშნულის შესახებ CNN პოლიტიკოსების მოლაპარაკებების პროტოკილის მიხედვით იუწყება.
„მე ვიცი, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის – ომის ეპოქა. ჩვენ ტელეფონით ბევრჯერ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ დემოკრატია, დიპლომატია და დიალოგი – ეს ის საკითხებია, რომლებიც მშვიდობას ეხება“, – განაცხადა ინდოელმა ლიდერმა.
ამასთანავე, მოდიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მას აუცილებლად ექნება კიდევ შესაძლებლობა პუტინთან განიხილოს მშვიდობის გზები. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განუცხადა მოსაუბრეს, რომ მოსკოვს უკრაინაში ომის დასრულება სურს.
„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინასთან კონფლიქტთან დაკავშირებით და ვიცი თქვენი შიშების შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდეს“, – ციტირებს CNN კრემლის ლიდერს.