მიხეილ სარჯველაძე – CREDIT Suisse Group-ზე: არცერთი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიცია, რაც ამ დრომდე არსებობდა, არ ხსნის იმ კოშმარულ დარღვევას, რომელიც მათ დაუშვეს

პოზიცია, რომელიც ამ ყველაფერში CREDIT Suisse Group-ს ჰქონდა იყო აბსურდული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არც ერთი დეკლარირებული და გაცხადებული მათი პოზიცია, რაც ამ დრომდე არსებობდა, არ ხსნის იმ კოშმარულ დარღვევას, რომელიც მათ დაუშვეს. რაც უფრო დროულად მიხვდებიან და აღიარებენ, რომ ეს იყო დარღვევა, რასაკვირველია ეს იქნება სწორი. მერწმუნეთ, ეს მათთვისვე უკეთესია. შეუძლებელია, ადამიანს საკუთრება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოკიდო და ჩამოართვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომ CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები