პრაღის მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეხოვსკის შეხვდა

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გამართულ მინისტერიალში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში და ევროკავშირის სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეხოვსკის შეხვდა.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ევროკომისარს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ახორციელებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ოთარ შამუგიამ ევროკომისარს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვა.
იანუშ ვოიჩეხოვსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, ასევე, სურსათის სტრატეგიის დამნერგავი დოკუმენტის დამტკიცებისა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის წარმატებული იმპლემენტაციის საკითხს.
იანუშ ვოიჩეხოვსკის განცხადებით, კონკრეტული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით სასარგებლო შედეგის მომტანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები