სეს-მა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგებისა და განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს წარუდგინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგებისა და განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო კონტროლის შედეგების, სურსათის უვნებლობის თანამდროვე სტანდარტების დანერგვის, ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში მისი როლის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს სურსათისმიერი საფრთხეების რისკების განსაზღვრის პროცედურები და პრევენციის საკითხები.
შეხვედრას აკადემიის დოქტორანტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.