ბექა დავითულიანი: NDI-ის კვლევებს „სიარარსი“ ატარებს, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაციაა

მიკერძოებული კვლევითაც კი, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, არავითარი შანსი არ აქვს, პარლამენტში მეტად უკეთესი პროპორცია ჰქონდეს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი NDI-ის დღეს გამოქვეყნებულ მორიგ კვლევას.

მისი თქმით, ის კომპანია, რომელიც საქართველოში NDI-ს კვლევებს ატარებს, პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაციაა.

„NDI-ის კვლევებს „სიარარსი“ ატარებს, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაცია არის კონკრეტული სუბიექტების მიმართ. აქედან გამომდინარე, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიმართ ყოველთვის ბევრი კითხვა არსებობს და ძალიან ხშირად ეს კვლევები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა, რის გამოც ეჭვი შეგვაქვს მის სანდოობაში. მიკერძოებული კვლევითაც კი, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, არავითარი შანსი არ აქვს, რომ პარლამენტში მეტად უკეთესი პროპორცია ჰქონდეს“, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები