ვახტანგ გომელაური – მაშველებსა და მფრინავებზე: სულ ვეუბნები, რომ არ ქნათ, არ გარისკოთ, თუმცა, როცა ხედავენ, რომ ადამიანი იღუპება, ამას მაინც აკეთებენ და რისკავენ ხოლმე

სულ ვეუბნები, რომ არ ქნათ, არ გარისკოთ, თუმცა, როცა ხედავენ, რომ ადამიანი იღუპება, ამას მაინც აკეთებენ და რისკავენ ხოლმე, თუმცა, კიდევ ხაზს ვუსვამ, სამსახურიც ჩვენი ეს არის, – ამის შესახებ შს მინისტრმა ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„ყველას გახსოვთ ბათუმში, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა და მოჰყვნენ ადამიანები შიგნით … ბავშვებიც იყვნენ შიგნით მოყოლილები, უფროსებიც და მახსოვს გვითხრეს ექსპერტებმა, რომ შეიძლება მეორე კორპუსის ფლიგელიც ჩამონგრეულიყო და მაშველები მოყოლილიყვნენ ქვეშ. რამდენჯერმე ვუთხარი ბატონ თემურს – გამოეყვანა მაშველები, თუმცა არ უჯერებდნენ ისინი .. ჩამოვიდნენ მერე მაშველები, კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანიც იქ იყვნენ მაშინ, მახსოვს, და ასეთი სიტყვები მითხრეს, ბატონო მინისტრო, შეიძლება ცოცხლები არიან კიდევ და იქნებ ვუშველოთო, ვიცით – რომ შეიძლება, ჩამოინგრეს და მოვყვეთ ქვეშო, ეს იყო მათი სიტყვები და მე მართლა ვერაფერი ვეღარ ვუთხარი, მიტრიალდნენ და გააგრძელეს მუშაობა.

იგივე ავიაცია, ურთულეს პირობებში რომ გადაარჩინოს ტურისტი იქნება თუ მთამსვლელი, უწევთ გარისკვა. სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არ ქნათ, არ გარისკოთ, თუმცა, როცა ხედავენ, რომ ადამიანი იღუპება, წუთებია, წამებია, მაინც ამას აკეთებენ და სამწუხაროდ რისკავენ ხოლმე, თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, სამსახურიც ჩვენი ეს არის.
მადლობა მინდა გითხრათ ყველას, თქვენ პირველ რიგში, ოჯახის წევრებს და ვუთხრა ბიჭებს, ყველას, მაშველებს, მფრინავებს, სპეც. დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, რასაც ისინი აკეთებენ, რაც არ ჩანს ხშირად, ესენი ნამდვილად გმირები არიან,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები