კელი დეგნანი – სანქციებზე: ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა

ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა ბიძინა ივანიშვილისა და სხვებისთვის სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ელჩის თქმით, ფონ კრამონის შეხედულებები შესაძლოა განსხვავდება მმართველი პარტიის შეხედულებებისაგან, მაგრამ მას ნამდვილად შესტკივა გული ამ ქვეყანაზე.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა. ვიცი, რომ ქალბატონი ფონ კრამონი საქართველოს მომავლის დიდი გულშემატკივარია. ის საქართველოს დიდი მეგობარია. მისი შეხედულებები შესაძლოა განსხვავდება მმართველი პარტიის შეხედულებებისაგან, მაგრამ მას ნამდვილად შესტკივა გული ამ ქვეყანაზე. ჩვენ წინასწარ არ განვიხილავთ სანქციებს. როდესაც ხდება სანქციების დაწესება, მაშინა ქვეყნდება ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები