განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომელიც გაითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიო-ვიზუალური მედიის ახალ სახეებთან.

„წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შშმ პირებისთვის აუდიო-ვიზუალური მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველი პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი კვლევითი მექანიზმების შექმნა”, – განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები