ვახტანგ გომელაური: გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას არ იცნობდა

როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, – ასე ეხმაურება შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას.

„ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას ვერანაირად ვერ დაავალებდა [მოსმენებს], ის მას არ იცნობდა. როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა. ან მე როგორ დამავალებდა? აცხადებს, რომ კრეფსებს, აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს აგზავნიდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ პრემიერთან და კობახიძესთანო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. კანონით რაც არის, უამრავი ოპერატიული მასალაა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რომ იკითხოს, ერთი კაცი ამას ელემენტარულად ვერ აუვა, ზღვა ინფორმაციაა.

მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს. მე რომ ვიჯდე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის, რომ ვიკითხო, იქ მინიმუმ სამი გომელაური უნდა იყოს, ეს მასალა რომ წაიკითხოს“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „მოსმენებისთვის არა სუს-ს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას იყენებს“. მისივე თქმით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები