ნიკოლოზ სამხარაძე: ოლაფ შოლცის განცხადება გარანტიის მიცემაა საქართველოსთვის

“კანცლერმა იგივე გაიმეორა, რაც მანამდე ბორელმა თქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ოპოზიციის ამოცანაც, რომ ისინი ბოლომდე უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში”, – ამის შესახებ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პრემიერმინისტრის ვიზიტი გერმანიაში ძალიან წარმატებული იყო, ხოლო შეხვედრების შემდგომ გაკეთებული განცხადებები – იმედისმომცემი.

“პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია.
იმედისმომცემია განცხადებები, რომლებიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
განსაკუთრებით, კანცლერის მხრიდან დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებს, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება, მნიშვნელოვანი განცხადებაა და ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, კანცლერმა იგივე გაიმეორა, რაც მანამდე ბორელმა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ოპოზიციის ამოცანაც, რომ ისინი ბოლომდე უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ოპოზიციის მხრიდან ყველა სხვა ნაბიჯი ჩაითვლება ევროპული პერსპექტივის საბოტაჟად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები