ჰერმან საბო: თუ ბატონი ვაშაძე პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევს, შეუძლია, პარლამენტიდან გავიდეს და სიტყვები ქმედებებით დაადასტუროს

ჩვენს ევროპელ მეგობრებს არაერთხელ, პირადად მისთვისაც [გიორგი ვაშაძისთვის], არადიპლომატიური ფორმებითაც, ნათქვამი აქვთ, შებრძანდით, იმუშავეთ, ერთად გააკეთეთ საქმეო, – ასე ეხმაურება “გირჩის,, წევრი, ჰერმან საბო, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო ჯგუფებში მუშაობას ემიჯნება.

საბოს თქმით, თუ ვაშაძე არალეგიტიმურად მიიჩნევს პარლამენტის მუშაობას, გავიდეს საკანონმდებლო ორგანოდან და ქმედებით დაადასტუროს სიტყვები.

„პარლამენტში, უზრდელობებზე უზრდელობით პასუხი სწორი არ არის. თუ ბატონი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მთლიანად არალეგიტიმურია, შეუძლია, პარლამენტიდან გავიდეს და თავისი ქმედებებით დაადასტუროს თავისი სიტყვები. ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებმაც უნდა შეაფასონ ჯგუფების ნამუშევარი და თქვან, შესრულდა თუ არა სამუშაო, არაერთხელ, პირადად მისთვისაც, არადიპლომატიური ფორმებითაც, ნათქვამი აქვთ, შებრძანდით, იმუშავეთ, ერთად გააკეთეთ საქმეო და თუ მათ არ უჯერებს, მაშინ, არ ვიცი, რა 12 პუნქტისთვის მუშაობს, საერთოდ არ მესმის“, – თქვა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები