დღეიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-23 სასწავლო წელი დაიწყო.
სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და დროშა აღიმართა.
ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, ასევე, მოსწავლეებს ჭადრაკი პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატებათ.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.