გიორგი გამსახურდია: „ნაციონალური მოძრაობის“ უკან მდგომი ე.წ. ფულის ტომრები რომ არიან, კეზერაშვილები და მსგავსი ვიღაცეები, სანქციები მათ უნდა დაუწესდეთ – მათი დამფინანსებლის უკან გვამები დევს, სისხლი და უბედურებაა

სანქციების თემა არის ყურით მოთრეული საკითხი. სანქციები და თვითონ ეს პროცესი არის უამრავი კომპონენტისგან შემდგარი პროცესი და ამას ყველაფერს უნდა დასაბუთება. სასაცილოა ეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში დასავლეთისა და აშშ-ის მიერ მიწოდებული დახმარება რომ ნიავდება და მაგაზე ითბობენ ხელს ისევ თვითონ, ისინი არიან დასასანქცირებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ უკან მდგომი ე.წ. ფულის ტომრები რომ არიან, კეზერაშვილები და მსგავსი ვიღაცები, სანქციები ზუსტად მათ უნდა დაუწესდეთ, თორემ ბიძინა ივანიშვილის თითოეული ცენტი არის გამჭვირვალე და იმის უკან სისხლი და კრიმინალი არ დგას, ხოლო მაგათი დამფინანსებლის უკან გვამები დევს, სისხლია, წამებაა, უბედურებაა და რეკეტია. დეკანოიძეს რა დაესიზმრება და კიდევ ვიღაცა სამადაშვილებს და ბოკუჩავებს, ეს არ აინტერესებს არავის. ამას დასაბუთება სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები