სადახლოზე, სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი”, ,,სადახლო-საავტომობილო” და ,,სარფი”, სამართალდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა, კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა – 229,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19 410,86 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ჯამში 19 410,86 ლარის ოდენობით შეეფარდათ, – არნისბულია გავრცელებულ ინფორმაციაში.