გიორგი კახიანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კანონმდებლობის მეტად სრულყოფისკენაა მიმართული

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ კანონმდებლობა მეტად სრულყოფილი იყოს და ამ კუთხით წინ გადაიდგას ნაბიჯები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში რაიმე არაკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ.

„ყოველი ცვლილებით კანონმდებლობის მეტად სრულყოფა ხდება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ყველა ცვლილება მიმართულია იქითკენ, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი რათა სრულყოფილი კანონმდებლობა იყოს. რა თქმა უნდა, რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში რაიმე არაკონსტიტუციურია, კეთილი ინებონ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. მათ მხოლოდ დემაგოგიური და უსაფუძვლო განცხადებები ახასიათებთ, ქმედებებით არაფერს აკეთებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რომელიც კანონის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. თუ მიმართავენ, სასამართლო იტყვის თავის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ეს კანონი არაკონსტიტუციური არ არის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები