ბექა დავითულიანი: მელიას და ქართული ოპოზიციის მიერ დამკვიდრდა ტენდენცია, ყოველი მიტინგის დაანონსების წინ ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიზისია და ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

“ნიკა მელიას და ქართული ოპოზიციის მიერ დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველ წელს ყოველი მიტინგების დაანონსების წინ ამბობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ქვეყანაში არის კრიზისი და ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

მისივე თქმით, თუ იქნება რადიკალიზაციის მცდელობა და რაიმე უკანონო ქმედება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“შემდეგ მოდის ვადით, კანონით განსაზღვრული არჩევნები და ეს არჩევნები ტარდება. ნიკა მელია და მისი თანაგუნდელები აგებენ ამ არჩევნებს და თავიდან იწყებენ. ამ დღის წესრიგს მე ვერ გავყვები. თუ ეცდებიან რადიკალიზაციას, რისი დაანონსებაც ასევე სცადეს და ეს გადავა რაიმე უკანონო ქმედებაში, შესაბამისი შედეგი მოჰყვება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები