ირაკლი ანთაძე – “დიდება უკრაინის“ მონაწილეების ოძისში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობენ საოკუპაციო ხაზს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ოძისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ მონაწილეების ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, საოკუპაციო ხაზთან წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა მნიშვნელოვანია.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობენ საოკუპაციო ხაზს, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს აქვთ საშუალება საკუთარი თვალით იხილონ ადგილზე არსებული ვითარება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით და იქ არსებული მიმდინარე სიტუაციის, ასევე ზოგადი უსაფრთხოების გარემოს შესახებ“, – განაცხადა ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები