გია აბაშიძე: გიგა ბოკერია CIA-ის აგენტობას ნატრულობს
ექსპერტი, გია აბაშიძე გიგა ბოკერიას ნათქვამს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ.
“ვიმეორებ – ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს – მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი “პატრიარქია”, ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა. „ევროპის საუკეთესო პრაქტიკისა და დასავლეთის შესაბამის სპეციალისტთა მონაწილეობით, ორი კანონია მისაღები – სამშობლოს ღალატისა და დეზინფორმაციის შესახებ. როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ. ვიმეორებ – ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს – მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი “პატრიარქია”, ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა”, – წერს აბაშიძე facebook-ზე.