აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა, გილოცავთ

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„ჩვენ, ხალხი” – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი” – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!”,- წერია მისალოც ტექსტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები