ავთანდილ თალაკვაძე: დღეის მდგომარეობით, ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე

„დღეის მდგომარეობით, ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

“მინდა, მოგაწოდოთ ფაქტობრივი ინფორმაცია დასაქმების მაჩვენებლებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილზე ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების და შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს  – მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება. დღეის მდგომარეობით, ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები