ლევან დავითაშვილი – Credit Suisse-ზე: ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის

“ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შვეიცარიულ ბანკზე, Credit Suisse-ზე საუბრისას განაცხადა.

„Credit Suisse-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც დადებითი გადაწყვეტილება მომჩივანი მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული და დაზარალებული. ვფიქრობ, ბანკის გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, როდესაც ხდება გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების შემოღება და ცალსახაა, რომ აქ გარკვეულ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ადგილი აქვს.

ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის. თუმცა, უფრო მეტი იურიდიული ნიუანსები არსებობს, რომელზეც ადვოკატები საუბრობდნენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით და საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები