გოგა ხაინდრავა: „ცუდად დაგვებედა სახელი კელი”

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, საქართველოში ცუდად დაგვებედა სახელი კელი. ეს და სხვა განცხადებები ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: „ელჩებს უნდა ესმოდეთ რომ მათი საქმიანობა და არსებობა ქვეყანაში უპირველესად არის ამა თუ იმ საკითხის ახსნა, ურთიერთობის დალაგება ტრადიციების შესწავლა, პატივისცემა და არავითარ შემთხვევაში ჭკუის სწავლება და ფსევდოიდეალების დამკვიდრება, რითაც განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

საერთოდ, ცუდად დაგვებედა სახელი კელი. კელი (იან კელი) იყო ამერიკის ელჩი საქართველოში და მსგავსი სამარცხვინო ელჩი მე მგონი, არც ერთ ქვეყანას საქართველოში არ ჰყოლია. დღეს მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ის თავის პოლიტიკურ-კორუფციულ საქმიანობას „ნაციონალურ მოძრაობასთან”.

მისი დღევანდელი განცხადებები ამის დამადასტურებელია და ისიც რომ ის მოაშორეს დიპლომატიურ საქმიანობას და დღეს არის კერძო საქმით დაკავებული. ეს იმაზე მეტყველებს რომ მისი მისია ზუსტად ისეთი კრახით დასრულდა, როგორც დეგნანის საქმიანობა საქართცველოში, რადგან ჩემი აზრით, მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი (რომელიც თავს დიპლომატად თვლის) ამ ქვეყანაში არ დარჩება. დეგნანს ტერმინი „გავრილოვის ღამე” პირდაპირ ლიაკა ხოშტარიასგან აქვს აღებული, პირისგან, რომელიც დღესაც რუსული ფულით ფინანსდება და ამ ფონზე თავ უფლებას აძლევს ქართული პოლიტიკის თანმხლებ მანკიერებებზე ილაპარაკოს, რაც რეალურად ყველაზე კარგად ოპოზიციურ ჭაობში ჩანს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები