გორის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკს სტუმრობდა, რომელიც გორელი ახალგაზრდებისთვის მისივე ინიციატივით გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკს სტუმრობდა, რომელიც გორელი ახალგაზრდებისთვის მისივე ინიციატივით გაიხსნა.
გორის მერიის ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბანაკის პირველი ნაკადის წევრების მომზადებულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მან ახალგაზრდების დასმულ კითხვებსაც უპასუხა და ყველა მათგანს წარმატება უსურვა.
“ბანაკი, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკადს მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ბანაკის წევრებს უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემების შესახებ. გარდა ამისა, ისინი ჩართულები არიან შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.
პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში ფინანსდება, წელს პირველად დაიგეგმა. მას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი” ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები