დღეს, სამტრედიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს
„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში” –საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო დღეები მიმდინარეობს.
შეხვედრების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ადგილზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციასა და ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება.
პროექტის „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის. დავით ბახტაძე – ,, აუცილებელია, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და მათთვის საჭირო რეფორმა მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან. მსგავსი შეხვედრები მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამაზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს.” მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.