ისრაელის ელჩი: ისრაელსა და საქართველოს მეგობრობის მდიდარი ისტორია აქვთ – მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში 

“ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში”, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

ელჩის განცხადებას ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა”, – აცხადებს ჰადას მეიცადი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები