მიხეილ სარჯველაძე – ომბუდსმენის არჩევაზე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობა სინქრონული და ერთმანეთისთვის პროდუქტიული იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის არჩევის საკითხში მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მაგრამ ამან პოლიტიკური აქტორების ჩართულობა არ უნდა დააკნინოს.
“ყველას ჩართულობას, რა თქმა უნდა, საკითხების მომზადების და დისკუსიის პროცესში მივესალმები. ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობა ამ შემთხვევაში სინქრონული და ერთმანეთისთვის პროდუქტიული იქნება. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა დააკნინოს პოლიტიკური აქტორების ჩართულობა”,- განაცხადა სარჯველაძემ.