ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსული ნახშირის შესყიდვა შეაჩერეს – სანქცია ძალაში დღეიდან შევიდა

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსული ნახშირის იმპორტს აჩერებენ, გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 10 აგვისტოდან შედის.

რუსულ ნახშირზე ემბარგო ევროკავშირის სანქციათა მეხუთე პაკეტში შევიდა, რომელიც აპრილში დამტკიცდა.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ დღეიდან აკრძალულია ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ ისინი წარმოიქმნება რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსეთიდან.

ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთს წელიწადში, დაახლოებით 8 მილიარდი ევროთი დააზარალებს და გავლენას მოახდენს მისი ნახშირის იმპორტის მეოთხედზე.

ევროკავშირი რუსულ ნახშირს ჩაანაცვლებს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყაზახეთიდან მიწოდებებით გეგმავს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღნიშნული სანქცია გამოაცხადა, მოსკოვმა საექსპორტო ნაკადები ინდოეთსა და თურქეთში გადაამისამართა. ამავდროულად, რუსეთს ნახშირის გაყიდვა 50 პროცენტამდე ფასდაკლებით უწევს.

ევროპის ქვეყნები წლის ბოლომდე რუსული ნავთობის მიწოდების ნაწილობრივ შეწყვეტას გეგმავენ. გამონაკლისი გათვალისწინებულია მილსადენით ნედლი ნავთობის იმპორტისთვის.

მარტის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.

იმავდროულად, 9 აგვისტოს, 15%-ით გაზის მოხმარების შემცირების ევროკავშირის გეგმა ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები