ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

როგორც მან ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რუსეთმა ყირიმი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია.

„რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით – მისი გათავისუფლებით.

რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს.

ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები