ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტებს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ cnbc-ი წერს.

როგორც შეერთებული შტატების პირველმა პირმა რატიფიკაციის დოკუმენტებზე ხელმოწერამდე განაცხადა, ამერიკა დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი დაშორება. ჩვენი ალიანსი უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, ის უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე, და მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სენატმა 95 ხმით ერთის წინააღმდეგ მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა მაისში ნატოში განაცხადის ფორმალური პროცესი დაიწყეს. მოსკოვი, რომელიც დიდი ხანია უფრთხილდება ნატოს გაფართოებას, ალიანსში გაწევრიანების შესახებ ორი ქვეყნის გეგმებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები