ჯინ შაჰინი: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს
“აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ის მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის”, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
ჯინ შაჰინი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავს ეხმაურება.
„14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკანონო სამხედრო შეჭრა საქართველოში, რაც გახდა საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ პუტინის ბოდვითი ამბიციების დასაწყისი. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ის მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის“, – წერს შაჰინი.