ლატვიის საგარეო უწყება: გვახსოვს და ვგმობთ რუსეთის ცინიკურ შეჭრას 2008 წელს საქართველოში – ამ ომმა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი შეცვალა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავს “ტვიტერზე” ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ომმა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი შეცვალა.

“ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ რუსეთის ცინიკურ შეჭრას 2008 წელს საქართველოში და გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ ომმა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი შეცვალა სამხრეთ კავკასიაში და უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა საქართველოს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები