აშშ-ის საელჩო: გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა – ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას, ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

“გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს.

ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!”,- ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები