მარინა ენდელაძე: “პაქსლოვიდს” გარკვეული კრიტერიუმები აქვს და ყველა პაციენტს ვერ დავუნიშნავთ, ამას ყველა ექიმმა უნდა მიაქციოს ყურადღება
“საუკეთესო მედიკამენტი “ფაიზერის” ფირმის “პაქსლოვიდი” არის ძალიან ეფექტური – პირადად ჩემს თავზე გამოვცადე”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ კორონავირუსის მკურნალობაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, “პაქსლოვიდს” გარკვეული კრიტერიუმები აქვს, რის გამოც ყველა პაციენტს ვერ დაენიშნება.
“მე ახლახან გადავიტანე კოვიდი და როგორც კი დამიდასტურდა, პირველივე დღეს დავიწყე “პაქსლოვიდით” მკურნალობა და დავისვენე ის ერთი კვირა. არანაირი გვერდითი მოქმედებები არ აქვს, აქვს რაღაც კრიტერიუმები, რის ფონზეც შეიძლება დანიშვნა, ყველას ვერ დავუნიშნავთ – გარკვეულ მედიკამენტებთან არის შეთავსებადობა, ეს იცის ყველა ექიმმა და ვფიქრობ, რომ უნდა მივაქციოთ ამ საკითხს ყურადღება”, – განაცხადა ენდელაძემ.